აშშ-მა აღმოსავლეთ სირიაში ორ ობიექტს დაარტყა, რომელსაც ირანის ძალები და მასთან აფილირებული ჯგუფები იყენებდნენ. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებაშია აღნიშნული.
„ეს ზუსტი თავდაცვითი დარტყმები არის პასუხი ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფების მხრიდან აშშ-ის პერსონალის წინააღმდეგ განხორციელებულ და ძირითადად წარუმატებელ თავდასხმებზე, რომელიც 17 ოქტომბერს დაიწყო“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
მისი განმარტებით, დარტყმები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით განხორციელდა.