ჩინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლი კეციანი გარდაიცვალა. ის 68 წლის იყო. ამის შესახებ BBC წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ლი კეციანმა პრემიერის თანამდებობა მარტში დატოვა. ის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2013 წლიდან იკავებდა.