უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია „ჩავარდა“ და ბლოკმა უნდა შეიმუშაოს ახალი გეგმა, რადგან უკრაინელები ფრონტზე ვერ გაიმარჯვებენ. როგორც Reuters-ი წერს, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ის ვერ ხედავს მიზეზებს იმისთვის, რომ უნგრეთმა თავისი გადასახადის გადამხდელთა ფული უკრაინის მხარდასაჭერად გაგზავნოს.
„დღეს ყველამ იცის, მაგრამ ისინი ვერ ბედავენ ამის ხმამაღლა თქმას, რომ ეს სტრატეგია ჩავარდა. აშკარაა, რომ ეს არ იმუშავებს. უკრაინელები ფრონტზე ვერ გაიმარჯვებენ, საჭიროა ახალი გეგმის შემუშავება“, - აღნიშნა ორბანმა.