აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ "რესპუბლიკელი" კონგრესმენი მაიკ ჯონსონი სპიკერის თანამდებობაზე აირჩია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
მაიკ ჯონსონს მხარი აშშ-ის კონგრესის 220-მა წევრმა დაუჭირა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას სამი კვირა არ ჰყავდა თავმჯდომარე, მას შემდეგ რაც 3 ოქტომბერს კევინ მაკარტი ამ თანამდებობიდან გადააყენეს.