რუსეთმა ბირთვული შეკავების ძალების წვრთნები გამართა. კრემლის ინფორმაციით, წვრთნების ფარგლებში გაუშვეს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები.
კოსმოდრომ პლესეცკიდან კამჩატკაზე მდებარე კურას პოლიგონის მიმართულებით გაუშვეს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „იარსი“, ხოლო ბარენცის ზღვაში განლაგებული ატომური სარაკეტო წყალქვეშა კრეისერ „ტულადან“ - ბალისტიკური რაკეტა „სინევა“.
თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, წვრთნების მიზანს მოწინააღმდეგის ბირთვულ იერიშზე საპასუხოდ მასირებული ბირთვული იერიშის მიტანა წარმოადგენდა.