პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „გლობალური კარიბჭის ფორუმის

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „გლობალური კარიბჭის ფორუმის" გახსნას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „გლობალური კარიბჭის ფორუმის" გახსნას დაესწრო.

ფორუმი  ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გახსნა.

 ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები.

ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო პანელზე − „სატრანსპორტო დერეფნები" − პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი მომხსენებელი იქნება.

ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტმა - ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვია.