გერმანიის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ დუისბურგში დააკავეს კაცი, რომელიც სავარაუდოდ ტერაქტს გეგმავდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 29 წლისაა და ის ისრაელის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე, ხალხის ტალღაში სატვირთო ავტომობილით შევარდნას აპირებდა.
ქალაქ ესენის პოლიციის განცხადებით, თავდასხმის შესაძლო სცენარის შესახებ ინფორმაცია მიიღეს, რის შემდეგაც ეჭვმიტანილი დააკავეს და მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.