ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური თაისირ მუბაშერი მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური თაისირ მუბაშერი მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ ღაზის სექტორზე ავიაიერიშის შედეგად „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური, თაისირ მუბაშერი მოკლეს.

მათივე განცხადებით, მუბაშერი წარსულში „ჰამასის“ საზღვაო ძალებს მეთაურობდა, იკავებდა საკვანძო თანამდებობებს იარაღის წარმოების სფეროში, ბოლოს კი „ხან იუნისის ბატალიონის“ მეთაური იყო.

„მუბაშერს ჰქონდა დიდი გამოცდილება ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვაში. ის ითვლებოდა „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაურის, მოჰამედ დეიფის ახლო გარემოცვის წევრად“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალებისა და ისრაელის უსაფრთხოების სააგენტოს ერთობლივ განცხადებაში.