გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ის ირანთან კონფლიქტი არ სურს, თუმცა ვაშინგტონი სწრაფად და მტკიცედ იმოქმედებს, თუ ირანი ან მისი მოკავშირეები თავს დაესხმებიან აშშ-ის სამხედრო პერსონალს.
"აშშ-ს ირანთან კონფლიქტი არ სურს. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ომი გაფართოვდეს. მაგრამ თუ ირანი ან მისი მოკავშირეები თავს დაესხმებიან აშშ-ის სამხედრო პერსონალს სადმე, იცოდეთ: ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხალხს, დავიცავთ ჩვენს უსაფრთხოებას - სწრაფად და გადამწყვეტად", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.