სი ძინპინი: შეძლებენ თუ არა აშშ და ჩინეთი ურთიერთობის სწორი გზის დამყარებას, გადამწყვეტი იქნება მსოფლიოსთვის

სი ძინპინი: შეძლებენ თუ არა აშშ და ჩინეთი ურთიერთობის სწორი გზის დამყარებას, გადამწყვეტი იქნება მსოფლიოსთვის

ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს აშშ-თან, რათა ერთად იმუშაონ გლობალურ გამოწვევებზე რეაგირებისთვის. ამის შესახებ Reuters-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს.

„შეძლებენ თუ არა, შეერთებული შტატები და ჩინეთი, დაამყარონ ურთიერთობის სწორი გზა, ამას გადამწყვეტი იქნება მსოფლიოსთვის“, – აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.

მისივე განმარტებით, საჭიროა უფრო სტაბილური ორმხრივი კავშირები, რომელიც, უნდა აშენდეს „ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაარსებობისა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის“ პრინციპებზე.