ვინც ფიქრობს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს, ალბათ, საჯარო არგუმენტები უნდა წარმოადგინოს, - ამის შესახებ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„კონკრეტულად ახლა მე არ ვაპირებ სახელისა და გვარების დასახელებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეების 85% ფიქრობს სხვანაირად, ალბათ საჯარო არგუმენტები უნდა წარმოადგინოს“, - აღნიშნა დეკანოიძემ.
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს ხელს უშლიან.