ანრი ოხანაშვილი: სამნიძის აღიარებამდე არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროპულ ქვეყნებში გვხვდებოდა ინფორმაცია, როგორ მავნებლურ კამპანიას ეწეოდნენ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები

ანრი ოხანაშვილი: სამნიძის აღიარებამდე არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროპულ ქვეყნებში გვხვდებოდა ინფორმაცია, როგორ მავნებლურ კამპანიას ეწეოდნენ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები

ხათუნა სამნიძის აღიარებამდე ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროპულ ქვეყნებში გვხვდებოდა ინფორმაცია და კონკრეტული საკითხები ჩვენი პარტნიორების მხრიდან, როგორ მავნებლურ კამპანიას ეწეოდნენ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, –ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ამას ვამბობდით ბევრად ადრე და კარგია, როდესაც ეს კიდევ ერთხელ აღიარებით სახეს იძენს კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს ხელს უშლიან.