მე სრულად მხარს ვუჭერ ყველა იმ ფონდს თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ფინანსურად ეხმარება ადამიანებს, ვინც უსამართლოდ არიან დაკავებულები აქციებზე, - ამის შესახებ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უკანონოდ დაკავებული ადამიანებისთვის, გირაოს თანხა, მათ შორის, კამპანიის ფარგლებშიც მოგროვებულა.
„მე სრულად მხარს ვუჭერ ყველა იმ ფონდს თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ფინანსურად ეხმარება ადამიანებს, ვინც უსამართლოდ არიან დაკავებულები აქციებზე. მე ვერ გეტყვით, არ ვიცი დონორების შესახებ, ვერც კონკრეტულად ამ ფინანსური სტრუქტურის შესახებ, მაგრამ ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია უსამართლოდ დაკავებული ადამიანების გირაოში დახმარება, შეხიდება. თქვენ ნანახი გაქვთ, რომ მათ შორის, კამპანიის ფარგლებში მოგროვებულა ამ ადამიანებისთვის თანხა“,- აღნიშნა დეკანოიძემ.