აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოულოდნელად დაასრულა პრესკონფერენცია და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სიტუაციურ ოთახში უწევს გასვლა სხვა საკითხთან დაკავშირებით.
"ბოდიშს ვიხდი, სიტუაციურ ოთახში უნდა გავიდე სხვა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მოსაგვარებელია", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბაიდენის მიერ პრესკონფერენციის შეწყვეტის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ეს სირიასა და ერაყში აშშ-ის ძალების წინააღმდეგ თავდასხმების გაზრდის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე მოხდა.
მანამდე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ირანი ზოგ შემთხვევაში აქტიურად უწყობს ხელს ირანის მიერ მხარდაჭერილი მარიონეტული ჯგუფების სარაკეტო და დრონების გამოყენებით თავდასხმებს ერაყსა და სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე.