თეთრი სახლი: ირანი ზოგიერთ შემთხვევაში აქტიურად უწყობს ხელს თავდასხმებს აშშ-ის სამხედრო ბაზებზე

თეთრი სახლი: ირანი ზოგიერთ შემთხვევაში აქტიურად უწყობს ხელს თავდასხმებს აშშ-ის სამხედრო ბაზებზე

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ირანი ზოგიერთ შემთხვევაში აქტიურად უწყობს ხელს ირანის მიერ მხარდაჭერილი მარიონეტული ჯგუფების სარაკეტო და დრონების გამოყენებით თავდასხმებს ერაყსა და სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მსგავსი თავდასხმები გახშირდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ აშშ არ დაუშვებს, რომ მისი ინტერესები რეგიონში ყურადღების გარეშე დარჩეს.

"ჩვენ ვიცით, რომ ირანი ყურადღებით ადევნებს თვალს ამ მოვლენებს და ზოგიერთ შემთხვევაში, აქტიურად უწყობს ხელს ამ თავდასხმებს და უბიძგებს სხვებს, რომლებსაც შეუძლიათ კონფლიქტის გამოყენება საკუთარი ინტერესებისთვის ან ირანის სასარგებლოდ", - აღნიშნა ჯონ კირბიმ.