ღაზის სექტორში გაეროს კიდევ ექვსი თანამშრომელი მოკლეს

ღაზის სექტორში გაეროს კიდევ ექვსი თანამშრომელი მოკლეს

ღაზის სექტორში გაეროს კიდევ ექვსი თანამშრომელი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტო (UNRWA) ავრცელებს.

შესაბამისად, კონფლიქტის დაწყების შემდეგ UNRWA-ს გარდაცვლილ თანამშრომელთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.