ირანში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა

ირანში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა

ირანში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრა, რომელსაც რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებოდნენ, თეირანის მიერ იყო ორგანიზებული.

ისლამური რესპუბლიკის ლიდერის თქმით, მოლაპარაკების მიზანი კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარებაა და ირანი მზადაა დაეხმაროს აზერბაიჯანსა და სომხეთს არსებული უთანხმოების მოგვარებაში.

აღსანიშნავია, რომ მზარდი დაძაბულობის ფონზე, ეს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა იყო.