ბოლო გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ბრიტანელი ქალები ყველაზე მსუქნები არიან ევროპაში.
ეს არც თუ სახარბიელო წოდებაა, მაგრამ მათ სანუგეშოდ ისა აქვთ, რომ ამ მაჩვენებლით ამერიკელ ქალებს, ჯერ-ჯერობით, ვერ უსწრებენ.
ბრიტანელმა ქალებმა გასუქება, განსაკუთრებით, 1980 წლიდან დაიწყეს და ევროპის 19 ქვეყნის ქალებს მნიშვნელოვნად გაასწრეს.
სიმსუქნეს განსაკუთრებული მაჩვენებლით აფასებენ და ეს მაჩვენებელი ბრიტანელი ქალებისთვის ტოლია 27-ის. მათი მსგავსი მაჩვენებლები აქვთ რუს, ებრაელ და მალტელებს ქალებს. მაგრამ ჩემპიონები ამერიკელები არიან 28 ქულით.