ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ არ უნდა მოვაკლოთ ყურადღება უკრაინას, სადაც მარტივი მდგომარეობა არ არის

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ არ უნდა მოვაკლოთ ყურადღება უკრაინას, სადაც მარტივი მდგომარეობა არ არის

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს და არ მოვაკლოთ ყურადღება უკრაინას, სადაც მარტივი მდგომარეობა არ არის, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

„ახალი კონფლიქტი წარმოიშვა, რომელიც ევროპის მხრიდან ინტერესს საჭიროებს. იმედი გვაქვს გვექნება პოზიცია, რომელიც გასაგები იქნება ყველასთვის, ვინც გვიყურებს და ესაჭიროება გაიგოს ჩვენი საერთო აზრი. მე მსურს ვიყოთ მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ კრიზისის გადაჭრის დროს, ვინაიდან ესეც ეხება ჩვენს უსაფრთხოებას და იმ პრინციპებს, რომლებისთვისაც ვიბრძვით უკრაინაში. ეს არის კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს და არ მოვაკლოთ ყურადღება უკრაინას, სადაც მარტივი მდგომარეობა არ არის. რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ შეტევა გრძელდება და რუსეთი ელოდება ზუსტად ასეთ სიტუაციას და ყურადღების სხვა თემაზე გადატანას შეტევების მთელი სიძლიერით განსაახლებლად. უნდა ვიამაყოთ ამ დრომდე უკრაინის მიმართ გამოჩენილი დახმარებით და ამავე დროს უნდა მოვახდინოთ ადაპტაცია ისეთ მსოფლიოსთან, სადაც ერთდროულად ბევრი კრიზისია და კრიზისების რუკაზე მხოლოდ უკრაინა არ არის. პრიორიტეტების საკითხია და, რა თქმა უნდა, უკრაინა მთავარი კონფლიქტი და პრიორიტეტია. უკრაინა ჩვენი მეზობელია და იბრძვის იმ პრინციპებისთვის, რომლებსაც ეფუძნება ეს ორგანიზაცია. მე ამას ვუწოდებდი 21-ე საუკუნის მთავარ კონფლიქტს. თუ ჩვენ ამ კონფლიქტს გადავჭრით და უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, მაშინ უნდა ველოდოთ მსოფლიოში სტაბილურობის დაბრუნებას. თუ ეს არ მოხდება, ჩემი აზრით, არასტაბილურობის გავრცელების მიზეზი გახდება“, - აღნიშნა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.