არგენტინა ახალ პრეზიდენტს მეორე ტურში აირჩევს

არგენტინა ახალ პრეზიდენტს მეორე ტურში აირჩევს

არგენტინის მოსახლეობამ ახალი პრეზიდენტის არჩევა პირველ ტურში ვერ მოახერხა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ხუთიდან ვერცერთმა კანდიდატმა გამარჯვებისთვის აუცილებელი 45%-ის მიღება ვერ შეძლო. ყველაზე მეტი, 36% ეკონომიკის მოქმედმა მინისტრმა, სერხიო მასამ მიიღო. მისი კონკურენტი მეორე ტურში მემარჯვენე კანდიდატი ხავიერ მილეი იქნება.

ეს შედეგი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან არგენტინაში ინფლაციის დონე 140%-ს შეადგენს და ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ მოსახლეობა ეკონომიკის მინისტრს ნდობას არ გამოუცხადებდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 74% შეადგინა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არგენტინაში 19 ნოემბერს გაიმართება.