ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქში პალესტინისა და ღაზის სექტორის მხარდამჭერ აქციებში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობს. ამის შესახებ ადგილიდან AFP-ის კორესპონდენტი იტყობინება.
კერძოდ, ათასობით ადამიანია შეკრებილი კაიროში, ტაჰრირის მოედანზე, დემონსტრაციები ტარდება ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებშიც.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.