ჩვეულებრივი გაგება არ იდავებს, რომ ხელი, გარემოსთან ადაპტაციის პერიოდში, ძალიანაც საჭირო მექანიზმია, რომლის გარეშეც ადამიანებს არ გვექნებოდა ტექნიკა, აგროკულტურა, ინდუსტრია და მესტიის საერთაშორისო აეროპორტიც კი. მაგრამ რა არის გალაქტიკების, მეგასივრცის ფონზე, ერთ მიყრუებულ პლანეტაზე მცხოვრები თუგინდ წარმატებულად მებრძოლი ბიოლოგიური გვარის ზედა კიდური ისეთი, რომ სპეციალური სიღრმისეული ანალიზის საგანი გახდეს! თანაც ისეთ (აგრეთვე შემთხვევით) ფენომენთან ერთად, რომლის მეშვეობითაც ხსენებული ბიოლოგიური გვარი სიგნალიზაციას ახორციელებს და რომელსაც ენას უწოდებს.
(კახა კაციტაძე, „ყოფიერება და ხელება“)
შაბათს, სპორტის სასახლეში გამართული დიდი ქელეხის დროს, მისი მონაწილეებისთვის ხელი მართლაც საჭირო და აუცილებელი მექანიზმი იყო, ოღონდაც ხელს ტვინი უბრძანებს, მაგრამ თუ ტვინი არ არსებობს? თუ ტვინი არ არსებობს, სკოლის ფიზიკაში ნასწავლი „მარცხენა ხელის წესი“ და „მარჯვენა ხელის წესი“ განსხვავებულად მოითარგმნება. ასეთებისთვის ცოცხსაც სრულიად განსხვავებული დანიშნულება გააჩნია და გულიც ბოღმით არის სავსე.
ერთს კიდევ რა უშავდა, მაგრამ თავიანთ დროშაზე ერთბაშად ოთხი ასეთი დაახატეს.
„ოთო ექიმო - შეაცქერდა დომენიკო - გული მთავარია?“ „სხეულისთვის - კი“. „ხეი რა, ააა საირო?“ „რა თქვი, ჩიჩიო?“ იმან კი, მძლავრი, დაძაბული ყლუპით შთანთქა დიდი ლუკმა და ამჯერად მკაფიოდ წარმოთქვა: „ხელი რა, არაა საჭირო?“
ნაცებო და მიშისტებო, აი თქვენ კი შთანთქით არმაგედონის ზანგის!
თუ ლაპარაკს და წერას ამიკრძალავენ (გაგანია კოჰაბიტაციაა, რა დროს ეგენიაო), რა თქმა უნდა, ჟესტების ენას მოვიშველიებ და ნაცებთან მიმართებაში სულ ცოტა სამი ჟესტი მახსენდება - ორ თითს შორის გაკვეხებული ცერა თითი, მარტივად აღმართული შუა თითი და მოხრილ მარჯვენა ხელში მოქცეული მარცხენა ხელის მუშტი. ასეთია ჩემი და მაგათი ურთიერთობის ანატომია და თუ გინდათ ამას კოჰაბიტაცია დაარქვით. კოჰაბიტაცია თანაარსებობას ნიშნავს, რაც სულაც არ გულისხმობს ერთმანეთის დღეგრძელობას და ვახტანგურების სმას. თუ სახელმწიფოა - სახელმწიფო იყოს, სახელმწიფოში კი, მშვიდობიანად თანაარსებობენ სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები, მაგალითად, როგორებიცაა სკოლა და სასამართლო, უნივერსიტეტი და ციხე... გასულ კვირაში კი ისე მოხდა, რომ სასამართლოდან ციხის გზაზე, ნაცთ მამებმა ვლეს და სპორტის სასახლეში შეიარეს.
ოთხი გულის კომბინაციაც იქ ვიხილეთ. ახალი ეროვნული მოძრაობიდან ოთხი გულის კომბინაციამდე, რომელსაც „ქართული ოცნება“ არმაზ ახვლედიანს უპირისპირებს, ხოლო საზოგადოება - სამი თითის კომბინაციას.
„დღეს ხელისუფლება იმიტომ დგას ასე მტკიცედ, იმიტომაა ასე განწყობილი არჩევნების მიმართ, რომ მას არავითარ შემთხვევაში არ სჭირდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ეს დრო წარსულს ჩაბარდა. თუ ვინმე აქა-იქ თავს უფლებას აძლევს, რომ გამოიყენოს რესურსი, გარწმუნებთ, ის მკაცრად დაისჯება ჩვენს მიერ. ის დაისჯება კანონის მიხედვით“, - ასე უპასუხა არმაზ ახვლედიანმა ნაციონალების მრალდებას „ქართული ოცნების“ მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე.
ერთი წელი გავიდა საპარლამენტო არჩევნებიდან, მკაცრად კი ჯერ არავინ დასჯილა. როგორც ჩანს, პირველი ის იქნება, ვისაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე წაასწრებენ.
ძვირფასო მეგობრებო, თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის სურვილი და ადრენალინის წყურვილი გკლავთ, გირჩევთ, ნუ გამოიყენებთ ადმინისტრაციულ რესურსს, რადგან ეს დასჯადია. დახოცეთ ქუჩაში ადამიანები, წაართვით ქონება, აწამეთ პატიმრები ცოცხით, ტერიტორიები ჩააბარეთ მტერს და, დამიჯერეთ, ხელს არავინ გახლებთ.
„ერთი წლი წინ, ეს მთავრობა მოვიდა დაპირებით, რომ გააუმჯობესებს ხალხის ცხოვრებას, ააშენებს ახალ ქარხნებს, ღირსეული დასაქმების საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, გაანახევრებს ტარიფებს და 250 ლარამდე გაზრდის პენსიას, ერთი წელია მოთმინებით ვუყურებთ და ვხედავთ, რომ არსებული საწარმოები იხურება, ბიზნესი გაჩერებულია, ბოლო 3 თვეში 42 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა, 84 საჯაროდ გაცემული დაპირებიდან 76 დღემდე შეუსრულებელია, „ოცნება“ არ მუშაობს, დაპირებები არ სრულდება და დღეს ამას ყველა ხედავს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ სპორტის სასახლეში გამართულ ქელეხზე.
ვზივარ და ვფიქრობ... ვერაფრით გავიხსენე, რომელ 84 დაპირებაზეა საუბარი და რომელი რვა შესრულდა. ალბათ, იმიტომ ვერ გამიხსენებია, რომ თავიდანვე მხოლოდ ერთი დავიმახსოვრე - სამართლიანობის აღდგენა - რომელიც ნამდვილად არ შესრულებულა, თუმცა განაჩენი გამოტანილია და მისი აღსრულება მხოლოდ დროისა და ნერვების საქმეა. დრო გამოინახება და ნერვიც იქ გაწყდება, სადაც ვიწროა.
ახლა, დასხდნენ მიშმაკაკები და ნაცმაცუნები და თავად გადაწყვიტონ, სად ურჩევნიათ, რომ განაჩენი აღსრულდეს - სასამართლოში თუ ქუჩაში.
„აქ შეკრებილ არც ერთ ადამიანს არ უნდა სავარძელი, არც ერთ ადამიანს არ სჭირდება ანაზღაურება, არც ერთ ადამიანს არ სჭირდება ძალაუფლება. ჩვენ ყველას გვინდა გავერთიანდეთ უკეთესი საქართველოსთვის, სადაც ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახის წევრები, მეგობრები განვითარდებიან და იცხოვრებენ ღირსეულ და თავმოყვარეობის მქონე ქვეყანაში“, - აღნიშნა დავით საყვარელიძემ (სანამ ვიღაცა გუგულის ბუდეს გადაუფრენდა, ვიღაცამ შეყვარებულის ტელეფონი მოსმენაზე დააყენა. მაგრამ ვინ?).
მაშ, სააკაშვილს სავარძელი არ ჭირდება? ააა... მივხვდი - საქართველოს ჭირდება სააკაშვილი სავარძელში, ოღონდ ეს - საყვარელიძეს რომ კითხო, თუმცა რატომაც არა? თუ ვანო მერაბიშვილს საკანში ტელევიზორი შეუტანეს, არაფერი დაშავდება, თუ მახლობელ საკანში სააკაშვილს სავარძელს დაუდგამენ, ხოლო ის, რომ მისი ადგილი საკანშია, ამაზე არც ერთი ღირსეული და სამშობლოსმოყვარე ადამიანი არ დავობს და არც იმაზე დავობს ვინმე, რომ ნაცებმა მოახერხეს და მართლაც შექმნეს „უკეთესი“ საქართველო, სადაც ყველაფრის უფლება ჰქონდათ და მაგრამ ვერაფრით დაივიწყეს ის საქართველო, როდესაც დღეგამოშვებით ურტყამდნენ თავში, მაშინ, როდესაც ყოველდღე პანღური ეკუთვნოდათ.
მოდი და, ნუ ამორტყამ...
„გავიხსენოთ გიორგი სააკაძე. აქ არის ლევან თარხნიშვილი. თარხნიშვილები და სააკაშვილები - ორივენი სააკაძეების შთამომავლები არიან და მინდა ვაღიარო, რომ არც ერთი არ ვართ თავადები. სააკაძემ ბევრი რამ გააკეთა საქართველოს ერთიანობისთვის. როდესაც სააკაძემ გაანეიტრალა შაჰ-აბასის არმია, აღმშენებლობის ნაცვლად მივიღეთ, რომ ფეოდალებმა მოაწყვეს ბაზალეთი და დაასამარეს საქართველოს სახელმწიფოებრივი იდეა. ხშირად ჩვენი ისტორია მაგონებს ამირანის და პრომეთეს ისტორიას...“
იმ დღეს სპორტის სასახლეში 10-12 ათასი კაცი მაინც იქნებოდა შეკრებილი და ალბათ მაგის ნახევარმა მაინც გაიფიქრა - მიშა, ხელი მოისვიო... მართლაც მოისვა ხელი, ოღონდ - ცხვირზე და დასძინა: „ჩვენ უნდა ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და არა საკუთარ თავს. უნდა დავდგეთ ნებისმიერ სიძულვილზე მაღლა და ოპონენტებს, როგორც ძმებს, ისე ვესაუბროთ. ჩვენი მტრები არიან ოკუპანტები, რომლებიც დღესაც არჭობენ ბოძებს ჩვენს სხეულში“.
ნუ, მაშინ ყველაფერი გასაგებია... ეს თემურ ალასანიაც რა მაგარი ვინმეა - ბიძა საკუთარ დისშვილს ბოძს რომ გაურჭობს...
„ნუთუ, ისეთი უმეცრები ვართ, ოკუპანტზე მეტად ჩვენი პოლიტიკური ოპონეტები გვძულდეს? ნუთი ასეთუ უმეცრები ვართ, რომ კიდევ ერთხელ გავუშვათ ლამაზი ევროპული მატარებელი, ისეთი, როგორიც ჩვენთანაც დადის და უსუსურად დავრჩეთ ბაქანზე მარტო და დაველოდოთ ძველ, ცნობილ იმპერიული ნახირის გადასაყვან შემადგენლობას, რომელიც კიდევ ერთხელ წაგვიყვანს ძალის გამოყენებით, იმიტომ რომ ჩათვლის, რომ ნახირი ვართ და არა ხალხი“ - ესეც ჩოყლაყის სიტყვებია და ეს სიტყვები კომენტარს ნამდვილად საჭიროებს.
თქვენ არ ხართ უმეცრები, თქვენ ნაძირალები ხართ; თქვენ არ გაგიშვიათ ლამაზი ევროპული მატარებელი, თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რომ ეს მატარებელი აქ არ შემოსულიყო.
ჩვენში დარჩეს და, ისე ლამაზად ლაპარაკობს, ძალაუნებურად მოგინდება, რომ დედა ლამაზად აუფეთქო და მოდი ესეც ვთქვათ - ასეთი ფეიერვერკის მოწყობას სპეციალური საშუალებები ესაჭიროება, რომელიც ამ ქვეყანაში მხოლოდ ბიძოს გააჩნია. იმედი მაქვს, რომ საშუალებებთან ერთად სურვილიც აქვს და თუ ეს ასე არ არის, ჩვენ ხომ ნამდვილად ასე ვართ ანდუყაფარო, ლიპარიტო, დარნო მთათანო, ბაგრატოვანთა ბანოვანის ტანო-ტატანო, ბიჭო სესეო, თოთიკაანთ ქალო მელანო, ვაჟას არწივო, შოთას ვეფხვო, ტატოს მერანო.
იფ, რა გავილექსე... შაირის თქმა მინდოდა, მაგრამ შიში მამაძაღლია - ია ანთაძის სახელობის სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ცენზორებს არ ძინავთ, ფხიზლობენ და არ ვიცი, როდის ამკრძალავენ.
მე რა, ბატონო მოსამართლევ... რა, მე... მე, რა... მე ერთი შეუმჩნეველი კაცი ვარ, ფოსტალიონობასაც კი ვერ მივაღწიე, თუმცა ვოცნებობდი კია, მაგრამ ფოსტალიონობას, როგორც ყველა საქმეს, ცოდნა უნდა - სემინარები, ტრენინგები, სერთიფიკატები, შეხვედრები და რა ვიცი კიდევ რა... აი, დიდი რომ გავიზრდები... ეჰ, ოცნებას კაცი არ მიუჯირყნავს. თუმცა, როგორ არა!
ივანიშვილი რომ შეხვდა, აი... როგორ გითხრათ ჟურნალისტები რომ ქვიათ და ფოსტალიონობას რომ იჩემებენ. რა არის ცუდი ფოსტალიონობაში? არც არაფერი, ოღონდ, თუ პატიოსნად ასრულებ შენს მოვალეობას, მაგრამ ცუდია, თუ სხვის წერილებს ხსნი და კითხულობ, სხვის ამანათებში ხელს აფათურებ და ხანდახან ამანათებს ცვლი და ადრესატს არწმუნებ, რომ ეს სჯობს იმას, რაც გამოგიგზავნეს, წერილებსაც ცვლი და უმტკიცებ, რომ ეს არის სწორი და არა ის, რაც მოგწერეს... ფოსტალიონი რომ გამამაძაღლდება, ეს იმაზე უარესია, რაჭველი რომ გამამაძაღლდება, მაგალითად - ნიკოლოზ რაჭველი.
მოკლედ, ივანიშვილი რომ შეხვდა და კრება უკმაყოფილო რომ დარჩა, კრების მონაწილეებიდან ერთმა - ივანიშვილს საზოგადოების აღზრდა უნდაო, მეორემ - ივანიშვილმა მიგვჯირყნაო, მესამემ - კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით გველაპარაკებოდაო... კრება დარჩა მოწყენილი და უკმაყოფილო. მოწყენილი იმიტომ, რომ სახალხოდ მიჯირყნეს, ხოლო უკმაყოფილო იმიტომ, რომ მიჯირყვნაში ფული არ გადაუხადეს. აბა, ეთქვა ბიძოს, ჰა თქვენ თითო მილიონი, ფიში-ფიში ქენით და დაიძინეთო. ისე დაიძინებდნენ, როგორც 2003-2006 წლებში ეძინათ და ამის მერე კიდევ ხუთი წელი ძილ-ბურანიდან რომ ვერ გამოდიოდნენ.
ასეა თუ ისე, სახეები იყო მოწყენილი და რომ მეგონა, მეთქი ია ანთაძის სახელობის სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, ია ანთაძე მეგობრებს (დრუზია პა სჩასწიუ) მხარს დაუჭერს-მეთქი, მოხდა საოცრება: „ფორმატი თავისთავად საინტერესოა. შინაარსს რაც შეეხება, ერთი მხრივ, არის პრეტენზია, რომ ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივ აზრს ქმნიან, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ფუნქციას და ამაში მე პრემიერს 100 პროცენტით ვეთანხმები“.
ვერ გევიგე, ოპელი?!
ვერ გავიგე, მაგრამ მივხვდი - მეცხრე არხის ქონების დათრევა თუ გინდა, სიტყვები უნდა შეარჩიო.
ჩოყლაყო მიხეილ, რა ასწავლე ამისთანა ამ ხალხს ეთიკური ჟურნალისტიკის სკოლაში?!
როგორც ამბობენ, შემდეგ შეხვედრას ივანიშვილი ენჯეოშნიკებთან გამართავს, ანუ მეორე უძველესი პროფესიის წარმომადგენლების შემდეგ ყველაზე უძველესი პროფესიის წარმომადგენლების ჯერი დგება. თუმცაღა, არიან ადამიანები, რომლებიც ორივე პროფესიას თანაბრად და ღირსეულად წარმოადგენენ - ენჯეოშნიკებიც არიან და ჟურნალისტებიც. მათ შესახებ მაშინ ვისაუბროთ, როცა გამოძიება ზუსტად დაადგენს, როგორ მოხვდა კახეთის სანფორმაციო ცენტრის ხელში ვიდეომასალა, რომელზეც ბაჩო ახალაიასა და აკაკი (სიდედრო) მინაშვილის საუბარია აღბეჭდილი.
ენჯეოშნიკურ-ჟურნალისტური ამბები საოგადოებრივ მაუწყებელზე მიდინარე პროცესებით უნდა განვაგრძო. მართალია, არც საზოგადოებრვია და არც მაუწყებელი, მაგრამ ასე ქვია და მეც ასე მოვიხსენიებ.
სამეურვეო საბჭოს ორმა წევრმა საბჭოს დატოვება გადაწყვიტა (ან, რას შედიოდნენ?), რაზეც ემზარ გოგუაძეს ასეთი რეაქცია ქონდა - თუკი ეს ორი ადამიანი საბჭოდან ნამდვილად გავა, ამით საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან დაზარალდება, რადგან ის ვერ მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე გამოცხადებული კონკურსი ჩავარდება. ასევე, ვერ შეიტანს მაუწყებლის ბიუჯეტში კორექტივებს, თუ არ მოხდა ცხრაწევრიანი შემადგენლობის ცნობა, რადგან დღეის მდგომარეობით ბორდში მხოლოდ შვიდი წევრია, რის გამოც საბჭო გადაწყვეტილებებს ვერ იღებს.
ააა... ახლა ვხვდები, რატომ არის რომ ამ ბოლო დროს საზოგადოებრივი მაუწყებელი მართალია ოდნავ, მაგრამ, მაინც უკეთესობისკენ შეიცვალა. თურმე, ბორდი გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. მეც არა ვთქვი... ე, ბიჭო, სად იყავით აქამდე? უფრო სწორად, მანდ აქამდე რა გინდოდათ? ძალიან უცნაური ხალხია და ახლა ის გამახსენდა, რადენიმე კვირის წინ გოგუაძე რომ იძახდა, ეროვნული მოძრაობის ლიდერი რომ ვიყავიო. გასულ კვირაში თქვა: „ჩვენ ჟურნალისტები ვართ, ვემსახურებით ქვეყანას და ყოველთვის სიმართლის სადარაჯოზე უნდა ვიყოთ“.
აბა, ჰე - გაათავისუფლეთ ერთი ადგილი მთაწმინდის პანთეონში!!! ყველანი ჩამოშორდით გზებიდან, ემზარ გოგუაძე მოდის (ეს „სიმღერა“ რომელიღაც ქორწილში მაქვს მოსმენილი).
ამ ემზარგოგუაძიანი ნიუსის სათაური ასეთი იყო - „ემზარ გოგუაძე საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ კრიზისზე საუბრობს“. რაც მე თავი მახსოვს, მაგ არხზე სულ კრიზისია, მისი ძირითადი შემადგენლობა მხოლოდ იმაზე ფიქრით არის დაკავებული, როგორ გამოუძვრეს წინა მთავრობას და რანაირად შეუძვრეს ახალს. იმიტომაც არის - გადართავ (შემთხვევით) პირველ არხზე და დინამიკებიდან მაშინათვე ვაზელინი ჟონავს.
მინდოდა, ანდრო ბარნოვზეც მეთქვა ორიოდე სიტყვა, მაგრამ ორიც ბევრია, საკმარისია ერთი სიტყვაც, ეს ერთი სიტყვა კი, უკვე ვთქვი - „ვაზელინი“. ძალიან, ძალიან ტევადი სიტყვაა, გულისხმობს ანდრო ბარნოვს, მთელ ენჯეო-სექტორს, მედიის 90 და პოლიტიკოსების 99 პროცენტს.
იმედს ვიტოვებ, მინდა მჯეროდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას სწორედ იმ ერთ პროცენტში დარჩენის გამო ტოვებს და შეეცდება, უვაზელინო ერთი პროცენტი არასამთავრობო სექტორშიც შექმნას. რაც შეეხება მედიას, ივანიშვილს ვურჩევ, იმ 90 პროცენტს ძალიანაც ნუ გადაყვება და ერთხელ მაინც შეხვდეს ჟურნალისტებს, რომლებსაც ვაზელინიანი ფოსტალიონები „მარგინალებად“ და „შავრაზმელებად“ მოიხსენიებენ.
ახლა, რა თქმა უნდა, ამას ტყუილად ვამბობ.
„ჩემს შვილებს ასე ვზრდი, რომ ოპონენტი გიყვარდეს უფრო მეტად, ვიდრე მეგობარი შენი, ის გაჩვენებს უფრო სწორ გზას“ - განაცხადა გასულ კვირაში ბიძინა ივანიშვილმა.
მგონი, მე და მაგ კაცს მეგობრობაზე სხვადასხვა შეხედულება გვაქვს. მოყვარეს პირში უძრახეო... - ხომ არ ვცდები? ჰოდა, მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სიტყვები, რომლებიც ჩოყლაყთუხუცესმა სპორტის სასახლეში წარმოთქვა: „უნდა დავდგეთ ნებისმიერ სიძულვილზე მაღლა და ოპონენტებს, როგორც ძმებს, ისე ვესაუბროთ“.
ეჰ, კოჰაბიტაცია...
„აი, ეს არის, ხალხო, კოჰაბიტაცია, როდესაც ექიმი მუშაობს, უნდა შეუშალო ხელი, რომ იმუშაოს. როდესაც გლეხი ხნავს, უნდა შეუშალო ხელი თავისი საქმის კეთებაში. როდესაც მასწავლებელი მუშაობს, უნდა შეუვარდე კლასში და რაღაცა დაუწერო დაფაზე“, - გიორგი მარგველაშვილი ქობულეთის მოსახლეობას კოჰაბიტაციის შედეგებზე ესაუბრა.
ვერაფერი გავიგე, არადა, გაგება ხომ მთავარია? რა გაძლებს კიდევ სამი კვირა, მაგრამ მეტი რა დაგვრჩენია - უნდა დავსხდეთ და ვიოცნებოთ, მაგრამ როგორც გიულას ბიჭმა თქვა - „დიდხანს ოცნება საშიშია, გაიყინები და დაიღუპები“.
მაგრამ, მე მაინც ჩემს აზრზე ვარ.
დავით ბაქრაძე: „განსაკუთრებით შემაშფოთებელია მთავრობის მუდმივი რიტორიკა, რომ ყველა დაპირება შესრულებულია“.
დიახ, ეს მართლაც განსაკუთრებით მაშფოთებს, რადგან მე მხოლოდ ერთი დაპირება მახსოვს - სამართლიანობის აღდგენა, და იგი მართლაც არ შესრულებულა.
მაგრამ, იმედს მაინც ვიტოვებ.
დავით ბაქრაძე: „ციხეებში არსებული სიტუაცია დღესაც არ იძლევა დამშვიდების საფუძველს“.
დიახ, ციხეებში არსებული სიტუაცია მართლაც არ იძლევა დამშვიდების საფუძველს, რადგან იქ ჯერ კიდევ არ არიან მიშ-მაკაკა, ქლიბი, ზურაბ-ადე, გიგა-ბოკე, კობა-ხაბა, გოგრა-ხათუნა, ნუგზარ-წუკლარა და სხვები.
ციხეებში არსებული სიტუაცია მაშინ დამამშვიდებს, როცა ვინმე, თუნდაც ვინმესთან შეკრული, ერთხელაც იქნება და გაავრცელებს ვიდეოჩანაწერებს, თუ როგორ თამაშობენ ზემოთჩამოთვლილი უფერო, უსქესო, ურწმუნო და უჯიშო არსებები საკანში იაპონურ ჯოკერს და როგორ უმასპინძლდებიან ერთმანეთს ქართული პანღურებით.
რაც მაგათ მოხვედრიათ... და ეს არის ის ერთადერთი ქართული, რაც მათ ძალიან კარგად იციან.
„მმართველი პარტია ნებაყოფლობით ტოვებს მმართველობას და ხდება ის, რომ სამთავრობო ბერკეტების შემდეგ, პარტია არ გაქრა, არ გადაიჩეხა ისტორიულ ნაპრალში. ერთ საიდუმლოს გაგიზიარებთ, იმ საღამოს ბევრისთვის ტრაგიკულ საღამოს, როდესაც ჩემ თავზე ავიღე და ისე არავის არ ვკითხე, რომ გამომეცხადებინა არჩევნების შედეგები, საიდუმლო უნდა გითხრათ, ვიყავი მძიმე და ოპტიმისტურ ხასიათზე, იმიტომ, რომ ჩემს თავს ვუთხარი, ეს არის უკან მობრუნების გზის ახალი დასაწყისი“ - ეს სააკაშვილის სიტყვებია და...
„ჭკუით, ქართველებო!!!“ - ეს ჭაბუა ამირეჯიბმა თქვა და მეც ვიმეორებ.
ა.მ.გ. (ანუ, მთავარია გაგება) „ჭკუვის“ მოხმარებას სჭირდება ცოდნა, სწავლულობა და საშუალებების გამონახვის უნარი. მაგრამ ეს საკმარისი არაა, თუ ადამიანი (თუნდაც უკვე განსწავლული) თავის ვნებათა გამო შეიძლება საკუთარ არსს მოსწყდეს (ვინაიდან ვნებათა გამო საკუთარ თავს არ ეკუთვნის) და ამიტომ იმოქმედოს საკუთარი არსიდან გამომდინარე.
(კახა კაციტაძე, „მასწავლის ტანჯვა“)