სირიაში ამერიკულ ბაზაზე დრონების გამოყენებით შეტევა განხორციელდა

სირიაში ამერიკულ ბაზაზე დრონების გამოყენებით შეტევა განხორციელდა

სირიის სამხრეთში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, სადაც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად ამერიკელი სამხედროების წვრთნები მიმდინარეობს, დრონების გამოყენებით შეტევა განხორციელდა. ამის შესახებ Associated Press-ს ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

სააგენტოს წყაროების ცნობით, სამხედროებმა ერთი დრონი ჩამოაგდეს, მეორემ კი „მცირე დაზიანებები გამოიწვია“.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.