საფრანგეთში რვა აეროპორტში განგაში გამოცხადდა, მათი ნაწილიდან ევაკუაცია განხორციელდა. დღესვე, კიდევ ერთხელ დაიხურა ვერსალის სასახლე. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, განგაში გამოცხადებული იყო ტულუზის, ნიცის, ლილის, ნანტის და რენეს აეროპორტებში. ლილის აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაციაც განხორციელდა. ამის მიზეზი აეროპორტის დანაღმვის შესახებ მიღებული ინფორმაცია გახდა. უსაფრთხოების მიზნით გაიყვანეს დამთვალიერებლები ვერსალის სასახლიდანაც.
ცნობისთვის, საფრანგეთში სხვადასხვა შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გასულ კვირასაც იყო. ამის გამო ევაკუაცია განხორციელდა ლუვრის მუზეუმიდან და ლიონის მატარებლების სადგურიდან.