ესპანელმა პოლიციელებმა ცხოველებით ვაჭრობის არალეგალური ქსელის წარმომადგენლები დააკავეს და 400-ზე მეტი ცხოველი - ძირითადად კატები და ძაღლები გადაარჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯგუფის წევრებს უკანონოდ შეჰყავდათ ესპანეთში ცხოველები აღმოსავლეთ ევროპიდან, შემდეგ კი ყიდდნენ. მათ ბრალი ასევე საბუთების გაყალბებაში დასდეს - რადგან ბევრი ცხოველის საბუთში ეწერა რომ ისინი ჯანმრთელები იყვნენ, როცა სინამდვილეში ეს ასე არ იყო.
სულ დაკავებულია 13 ადამიანი.
ცხოველები, რომლებიც მათ ცუდ პირობებში ჰყავდათ, ვეტერინარულ კლინიკებში გადაიყვანეს. სპეციალისტების თქმით, ხშირ ცხოველები ანტისანიტარულ პირობებში ცხოვრობდნენ, პატარა გალიებში, რაც მათში ინფექციებისა და სხვა დაავადებების რისკებს ზრდიდა. დედლებს კი აიძულებდნენ რაც შეიძლება მეტი შთამომავლობა ჰყოლოდათ, მათ ჯანმრთელობაზე კი არ ზრუნავდნენ.
სექტემბერში ესპანეთმა ცხოველების გაყიდვისა და ყოლის რეგულაციები გაამკაცრა. კერძოდ, აიკრძალა ცხოველების ზოომაღაზიებში გაყიდვა, რეგულაციის დარღვევისთვის კი ჯარიმამ შეიძლება 200 ათას ევროს მიაღწიოს.