სახაროვის სახელობის პრემიის ლაურეატები მაჰსა ამინი და ირანელი ქალები გახდნენ

სახაროვის სახელობის პრემიის ლაურეატები მაჰსა ამინი და ირანელი ქალები გახდნენ

ევროპარლამენტმა სახაროვის სახელობის პრემიის ლაურეატებად მაჰსა ამინი და ირანელი ქალები დაასახელა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში X ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა.

„ქალები. სიცოცხლე. თავისუფლება. სიამაყით ვაცხადებთ, რომ 2023 წელს სახაროვის სახელობის პრემიის გამარჯვებულები არიან მაჰსა ამინი და ირანელი ქალები“, - წერს მეცოლა.