უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 17 ოქტომბერს ATACMS-ის ტიპის რაკეტები რუსეთის ჯარების წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინაში საიდუმლოდ გააგზავნეს რაკეტების მცირე პარტია, რომელთა მოქმედების რადიუსიც დაახლოებით 100 კილომეტრს შეადგენს. WSJ-ში არ აკონკრეტებენ რა ობიექტებზე დარტყმისთვის იყო გამოყენებული რაკეტები, თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს გაავრცელეს ინფორმაცია ლუგანსკისა და ბერდიანსკის აეროპორტების დაბომბვის შესახებ, რომლებიც რუსეთის ჯარებს აქვთ დაკავებული.
ოფიციალურად, აშშ-ის უკრაინისთვის ATACMS-ების გადაცემის შესახებ არ განუცხადებია.
უკრაინის ხელისუფლება ვაშინგტონისგან 300 კილომეტრამდე რადიუსის ATACMS-ების გადაცემას 2022 წლიდან ითხოვდა. ამერიკული მედიის ცნობით, სექტემბერში, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შემდეგ, ჯო ბაიდენმა ამ თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა, თუმცა საჯაროდ ამის შესახებ არაფერი უთქვამს.