ბაიდენი ნეთანიაჰუს: როგორც ჩანს, ღაზაში საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების უკან იდგა სხვა გუნდი, და არა თქვენ

ბაიდენი ნეთანიაჰუს: როგორც ჩანს, ღაზაში საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების უკან იდგა სხვა გუნდი, და არა თქვენ

როგორც ჩანს, ღაზაში საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების უკან იდგა სხვა გუნდი, და არა თქვენ, თუმცა ბევრ ადამიანს ამის არ სჯერა, - ამის შესახებ ისრაელში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„ისრაელში ვარ ერთი მარტივი მიზეზის გამო - მსურს, ისრაელისა და მთელი მსოფლიოს მოსახლეობამ იცოდეს, სად დგას აშშ. „ჰამასმა“ დახოცა ადამიანები, მათ შორის 33 ამერიკელი. მათ ჩაიდინეს ბოროტება, რომლის ფონზეც „ისლამური სახელმწიფო“ თითქოს უფრო რაციონალურად გამოიყურება. „ჰამასი“ არ წარმოადგენს მთელ პალესტინელ ხალხს და მათ მხოლოდ ტანჯვა მოუტანა. აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა დარწმუნდეს, რომ ისრაელს აქვს ყველაფერი, რაც მას საკუთარი თავის დასაცავად სჭირდება“, - განაცხადა ბაიდენმა.

პალესტინის მთავრობაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში საავადმყოფოზე იერიშის შედეგად 500-მდე ადამიანი დაიღუპა და მომხდარში ისრაელს ადანაშაულებენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა კი მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურ ჯიჰადს“ დააკისრა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.