ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ ომის გაგრძელების შემთხვევაში, ირანი ახალი ფრინტის გახსნით იმუქრება

ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ ომის გაგრძელების შემთხვევაში, ირანი ახალი ფრინტის გახსნით იმუქრება

ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ ომის გაგრძელების შემთხვევაში, ირანი ახალი ფრინტის გახსნით იმუქრება. შესაბამისი განცხადება ტელეკომპანია „ალ ჯაზირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, რომელიც დოჰაში იმყოფება და კატარის მაღალი რანგის ჩინოსნებსა და ჰამასის ლიდერებს შეხვდა.

„ირანი მოვლენების განვითარებას გვერდიდან, გულგრილად ვერ უყურებს, თუ ამერიკა თავის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის - ომის მასშტაბის გაზრდა გარდაუვალი იქნება. ეს თუ მოხდება, ისრაელის გარდა, დიდი ზარალი შეერთებულ შტატებსაც მიადგება, მეორე ფრონტის გახსნის ალბათობა საათობრივად მატულობს“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამირ აბდოლაჰიანმა.