ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა

ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Tass-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთში საერთაშორისო ფორუმის „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ფარგლებში იმყოფება, რომელიც 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ფორუმის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას გამართავს და მონაწილეობას მიიღებს ოფიციალურ ცერემონიაში. ასევე, გაიმართება რუსულ-ჩინური მოლაპარაკებები, რის შემდეგაც პუტინი ფორუმის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გააგრძელებს.