ბელგიური მედია: ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი ლიკვიდირებულია

ბელგიური მედია: ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი ლიკვიდირებულია

ბელგიური მედიის ცნობით, ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი 45 წლის აბდესალემ ლასუედი ლიკვიდირებულია.

როგორც გამოცემა Het Laatste Nieuws-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, პოლიციაში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ლასუედი ბრიუსელში, სხაარბეეკის რაიონში, ერთ-ერთ კაფეში იმყოფებოდა. ადგილზე მისულ პოლიციელებსა და ლასუედს შორის ორმხრივი სროლა მოხდა, რის შედეგადაც ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი მოკლეს.

მედიის ცნობით, წარმოშობით ტუნისელი აბდესალემ ლასუედი ბრიუსელში ცხოვრობდა. ის ქვეყანაში უკანონოდ იმყოფებოდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აბდესალემ ლასუედი უკვე ცნობილი იყო პოლიციისთვის თავისი საეჭვო ქმედებების გამო.

ბრიუსელის ცენტრში შეიარაღებულმა პირმა AK-47 ტიპის იარაღიდან ცეცხლი გახსნა. დაღუპულია 2 ადამიანი. არიან დაჭრილები. თავდამსხმელი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა. მომხდარის ბელგიის მთავრობამ ტერორიზმის საფრთხის დონე მეოთხემდე ასწია.