პოლონეთის საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებზე ბიულეტენების დამუშავება დაასრულა - უბნების 100%-ზე ხმის მიცემის შედეგები უკვე ცნობილია.
იაროსლავ კაჩინსკის „კანონმა და სამართლიანობამ“ ხმათა 35,38% მიიღო. მეორე ადგილზეა დონალდ ტუსკის „სამოქალაქო პლატფორმა“ - მას ხმა ამომრჩეველთა 30,7%-მა მისცა.
ოპოზიციურმა პარტიებმა „მესამე გზამ“ და „ახალმა მემარცხენეებმა“ 14,4% და 8,61% მიიღეს, ულტრამემარჯვენე „კონფედერაციას“ კი ამომრჩეველთა 7,16%-მა მისცა ხმა.
არჩევნებზე აქტივობამ 74,38% შეადგინა.
შესაბამისად, „კანონმა და სამართლიანობამ“ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. სავარაუდოდ, „სამოქალაქო პლატფორმა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები კოალიციას შექმნიან და მთავრობის ჩამოყალიბებას შეძლებენ.