რა არ უყვართ კაცებს?

რა არ უყვართ კაცებს?

„ძვირფასო, უნდა დაგელაპარაკო" - მამაკაცები გაურბიან ამ ფრაზას.

ფსიქოლოგების აზრით, მსგავსი სიტყვები ერთგვარი სიგნალია - რაღაც ხდება... და მამაკაცები პანიკაში ვარდებიან.

ხშირია ისეთი სიტუაცია, როცა ქალი ფიქრობს, რომ პარტნიორს დაშორდა. ამას კი კაცი კრიტიკად იღებს. მისთვის პრობლემებზე საუბარი უინტერესოა, უცნაური, მეტიც, უაზრობად მიაჩნია.

ქალს საუბარი ამშვიდებს, ამ დროს კაცი თავს არაკომფორტულად გრძნობს, ეჭვობს, რომ ვერ უძღვება ოჯახს, რაღაცა არ გამოსდის მამრის როლის შესრულებისას და ამის გამო თავის თავში იკეტება.

მან იცის, რომ ქალი უნდა დაიცვას. რა საჭიროა ზედმეტი ლაპარაკი? ფსიქოლოგები გვირჩევენ: ხანდახან საუბარს შეხება სჯობია. პარტნიორები ერთმანეთს დღეში 6-ჯერ უნდა გადაეხვივნონ. რაც შეეხება სექსს, ის სტრესის დროს მისწრებაა.