რატი იონათამიშვილი: ფაქტობრივად, გვარამია აღიარებს: რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ცალკეული მოსამართლე არ არის დამოუკიდებელი და მათ დავალებებს ასრულებს

რატი იონათამიშვილი: ფაქტობრივად, გვარამია აღიარებს: რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ცალკეული მოსამართლე არ არის დამოუკიდებელი და მათ დავალებებს ასრულებს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი, გვარამიას პოსტს ეხმიანება.

„რადგან გვარამია წერს, სამი მოსამართლე გვყავსო (!), დიდი შანსია, იმ სამ მოსამართლეს უბრალოდ განსხვავებული აზრი კი არ ქონდეს გამოთქმული, არამედ კიდევ უფრო მძიმედ შეელახათ საკუთარი პროფესიული “რეპუტაცია” და ნათქვამი ქონდეთ - დარღვევა საერთოდ არ არისო.

ვნახოთ, დაველოდოთ

ფაქტობრივად, გვარამია აღიარებს:

  1. რომ უზენაესი სასამართლო დამოუკიდებელია;
  2. რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ცალკეული მოსამართლე არ არის დამოუკიდებელი და მათ დავალებებს ასრულებს“.