ეგზიტპოლი: პოლონეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

ეგზიტპოლი: პოლონეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, პოლონეთში, მმართველმა პარტიამ „კანონი და სამართლიანობა“ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ ხმათა 36,8% მიიღო, რაც საკმარისია გამარჯვებისთვის, თუმცა არასაკმარისი უმრავლესობის მისაღებად. ოპოზიციურმა კოალიციამ, რომელსაც პოლონეთის ყოფილი პრემიერი და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს, 31,5% მიიღო.

„პოლონეთმა გაიმარჯვა, დემოკრატიამ გაიმარჯვა. ეს ცუდი დროის დასასრულია“, - განაცხადა ტუსკმა ვარშავაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობა ქვედა პალატის, ანუ სეიმის 460 წევრსა და სენატის 100 წევრს ოთხი წლის ვადით ირჩევს.