35 წლის ბიზნესმენი დანიელ ნობოა ეკვადორის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ნობოამ ხმათა 52,3% მიიღო, მისმა კონკურენტმა ლუისა გონსალესმა კი 47,7%. გონსალესმა მარცხი აღიარა და ნობოას გამარჯვება მიულოცა.
ნობოა ეკვადორის მთავრობას მხოლოდ 17 თვის განმავლობაში, შემდეგ არჩევნებამდე უხელმძღვანელებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ გუშინდელი არჩევნები ვადაზე ადრე დაინიშნა, რადგან ეკვადორის პრეზიდენტმა გილიერმო ლასომ პარლამენტი იმპიჩმენტის პროცესის დროს დაითხოვა.
ნობოას ინაუგურაცია 25 ნოემბერს, მის 36-ე დაბადების დღემდე 5 დღით ადრე ჩატარდება.