ვენეციის აეროპორტი 2 საათით დაიკეტა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ადგილობრივი დროით 07:45 საათზე მოხდა, რის გამოც რეისები ვერონაში, ტრიესტესა და მილანში გადამისამართდა. ამის მიზეზი კი ასაფრენ ბილიკზე თოლიების გუნდის ყოფნა გახდა.
ფრენები 11:20 საათზე აღდგა, მას შემდეგ რაც ფრინველებმა ბილიკი დატოვეს.
მარკო პოლოს აეროპორტის ადმინისტრაციამ მგზავრებს შეფერხების გამო ბოდიში მოუხადა.