ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასს“ 120-ზე მეტი მძევალი ჰყავს აყვანილი

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასს“ 120-ზე მეტი მძევალი ჰყავს აყვანილი

ისრაელის თავდაცვის ძალები „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ X-ში თავდაცვის ძალების ანგარიშზე გამოქვეყნდა.

„ამ დროისთვის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ღაზაში 120 სამოქალაქო პირზე მეტს აკავებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.