ნეთანიაჰუ: ჩვენ ძლიერად დავარტყით „ჰამასს“, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ მათ გავანადგურებთ და გავიმარჯვებთ

ნეთანიაჰუ: ჩვენ ძლიერად დავარტყით „ჰამასს“, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ მათ გავანადგურებთ და გავიმარჯვებთ

ჩვენ ძლიერად დავარტყით „ჰამასს“, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„დღეს ყველამ იცის, რომ ჩვენ სამშობლოსთვის ლომებივით ვიბრძვით. ბევრად მეტი იქნება მოთხრობილი ჩვენი ხალხის გმირობაზე იმ წყეული შაბათის ღრმა ტკივილის ბნელ დღეებში - ისტორიები, რომლებიც დარჩება ისრაელის იდენტობაში. არასოდეს დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ სისასტიკეს, რომელიც ჩვენმა მტრებმა ჩაიდინეს. არასოდეს მივცემთ უფლებას მსოფლიოს, ან ვინმეს დაივიწყოს ეს სისასტიკე, რომელიც არ ჩაუდენიათ ებრაელი ხალხის მიმართ მრავალი ათწლეულის განმავლობაში. ჩვენმა მტრებმა ახლახან დაიწყეს ფასის გადახდა. არ დავაკონკრეტებ რა იქნება შემდეგ, მაგრამ გეუბნებით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ უზრუნველვყოფთ ომის გაგრძელებას ისრაელში მეტი საბრძოლო მასალისა და იარაღის შემოტანით. ჩვენ გავანადგურებთ „ჰამასს“ და გავიმარჯვებთ. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ დავასრულებთ ამ ომს უფრო ძლიერად, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.