CNN: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის წინააღმდეგ ახალი ფრონტების გახსნით იმუქრება

CNN: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის წინააღმდეგ ახალი ფრონტების გახსნით იმუქრება

ახალი ფრონტები გაიხსნება, თუ ისრაელი სამხედრო დანაშაულებსა და ღაზის სექტორის ჰუმანიტარულ ბლოკადას განაგრძობს, - როგორც CNN -ი იუწყება, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა ბეირუთში ვიზიტის დროს განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მანამდე ლიბანში იმყოფებოდა, სადაც აღნიშნა, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე განხორციელებულ ქმედებებს სამხედრო დანაშაული უწოდა და აღნიშნა, რომ „ჰამასის“ ოპერაცია „100%-ით პალესტინური აქტია“.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.