ამას აკეთებენ ადამიანები, ვისაც ნახევარი ცხოვრება სააკაშვილის ნახმარი ბოტასის ჩრდილში აქვს გატარებული, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძე რუსეთის გავლენასთან ბრძოლის მიზნით ახალ პლატფორმას აფუძნებენ.
„თვითონ ბელადის მონები შინაგანად და მხევლები, როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით, აპირებენ რომ სხვაზე გაავრცელონ პასკვილები და ბინძური კამპანია აწარმოონ“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.