ალეკო ელისაშვილი: ჩვენ კატეგორიულად გამოვრიცხავთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერას, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართული ოცნება“ სათანადო რაოდენობის ხმებს იშოვის

ალეკო ელისაშვილი: ჩვენ კატეგორიულად გამოვრიცხავთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერას, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართული ოცნება“ სათანადო რაოდენობის ხმებს იშოვის

ჩვენ პარტიას ორი მანდატი გვაქვს, ჩვენ კატეგორიულად გამოვრიცხავთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერას, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართული ოცნება“ სათანადო რაოდენობის ხმებს იშოვის, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის ნაწილთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ჩვენ პარტიას ორი მანდატი გვაქვს, ჩვენ კატეგორიულად გამოვრიცხავთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერას, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართული ოცნება“ სათანადო რაოდენობის ხმებს იშოვის. რა თქმა უნდა, ოპოზიციაში იპოვიან ხმებს. ეჭვმიტანილი არიან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი სიით გასული დეპუტატები.

გაიხსენეთ, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა იყო. ამ წუთშიც დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის ნაწილთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა დაასრულა. პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება, ასევე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე.

სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა.