საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს ჩვენ მხარს არ ვუჭერთ რადგან ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდის გაგრძელება და ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხადია დეკანოიძემ განაცხადა.
„რაც შეეხება ოპოზიციას და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, მე არ შემიძლია პასუხისმგებლობა ავიღო იმ ადამიანებზე, რომლებიც ოპოზიციას წარმოადგენენ“, - აღნიშნა დეკანოიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა დაასრულა. პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება, ასევე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე.
სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა.