ირაკლი კობახიძე: ხატია დეკანოიძეს რეანომობილების თემაზე კომპლიმენტი ეკუთვნის, რადგან პირველად მოვისმინე რეალური პრობლემა, რაც საზოგადოებას აწუხებს და ოპოზიციის მხრიდან დაისვა

ირაკლი კობახიძე: ხატია დეკანოიძეს რეანომობილების თემაზე კომპლიმენტი ეკუთვნის, რადგან პირველად მოვისმინე რეალური პრობლემა, რაც საზოგადოებას აწუხებს და ოპოზიციის მხრიდან დაისვა

ხატია დეკანოიძეს კომპლიმენტი ეკუთვნის, რადგან პირველად მოვისმინე რეალური პრობლემა, რაც საზოგადოებას აწუხებს და ოპოზიციის მხრიდან დაისვა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპოზიცოინერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ევროოპტიმისტების“ მიერ ჩატარებული კვლევით გამოიკვეთა, რომ 40 მუნიციპალიტეტში არ არის რეანიმობილები.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ორი კვირის წინ ამ საკითხზე საუბარი იყო აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და მათ თქვეს, რომ ზომების მიღება უკვე დაწყებული აქვთ, რათა რეანომონილების რაოდენობა გაიზარდოს.

„როცა რაიონებში შეხვედრები გვაქვს, ხალხის მხრიდან ასეთი საკითხების დაყენება ხდება. რეანომობილების დეფიციტია და ეს დეფიციტი აუცილებლად უნდა შეივსოს, რადგან მოსახლეობას ამის საჭიროება აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.