„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ღაზის სექტორში მყოფი 13 მძევალი დაიღუპა, მათ შორის არიან უცხოელები

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ღაზის სექტორში მყოფი 13 მძევალი დაიღუპა, მათ შორის არიან უცხოელები

ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ღაზის სექტორში მყოფი 13 მძევალი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე მტკიცებით, მძევლებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.