ატლანტის ოკეანის ფსკერიდან ბატისკაფ „ტიტანის“ ნამსხვრევები და ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების ცხედრების ნარჩენები ამოიტანეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ისინი ანალიზისთვის აშშ-ის ერთ-ერთ პორტში გადაიტანეს.
„ტიტანი“ ჩაძირულ „ტიტანიკთან“ ექსპედიციაში 18 ივნისს წავიდა. ბატისკაფთან კავშირი 2 საათში გაწყდა. რამდენიმე დღის შემდეგ სპეციალისტებმა „ტიტანის“ პირველი ნამტვრევები და გარდაცვლილთა ცხედრების ნაწილები იპოვეს.
„ტიტანის“ ბორტზე იმყოფებოდნენ: კომპანია OceanGate-ის დირექტორი სტოკტონ რაში, წყალქვეშა აპარატის პილოტი პოლ-ანრი ნარჟეოლე, ბრიტანელი მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი, ბიზნესმენი შაჰზად დავუდი და მისი 19 წლის ვაჟი სულეიმანი.