აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია

აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია

პირველად ისტორიაში, შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალმა $33 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ფისკალური ანტირეკორდის ფონზე, კონგრესში 2024 წლის ფედერალური დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცეს.

„მიუხედავად საფრთხისა, სამთავრობო ჩავარდნები შტატების ისტორიაში მრავლად გვხვდება და მათი ეფექტი ეკონომიკაზე, როგორც წესი, მცირეა. JP Morgan-ის მიხედვით, სამთავრობო ჩავარდნის ყოველი კვირა წლიურ მთლიან შიდა პროდუქტს 0.1%-ით ამცირებს. თუმცა, პროცესების აღდგენის შემდეგ, ეკონომიკა მალევე ნორმალიზდება. 20 სექტემბერს გამართულ, ფედერალური ღია საბაზრო კომიტეტის (FOMC) ბოლო შეხვედრაზე შტატების ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 5.25-5.5%-ზე დატოვა“,- წერია TBC Capital-ის მიმოხილვაში.