პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში ბაღლინჯოების შემოსევაა

პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში ბაღლინჯოების შემოსევაა

პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში სისხლისმსმელი ბაღლინჯოების შემოსევაა. მწერებს პოულობენ სასტუმროებში, სახლებში, მეტროებში, საავადმყოფოებში, ავტობუსებში, აეროპორტებსა და ყველა ხალხმრავალ ადგილას.

ბაღლინჯოების გავრცელებამ მწერების ფობიის - ენტომოფობიის ტალღაც კი გამოიწვია. ხალხი პანიკაშია. უმეტესად ეს ამბავი საერთაშორისო ტურისტებს და ჰიგიენის საკითხს ბრალდება.

ეს პრობლემა ახალი არ არის. ცნობილია, რომ ბაღლინჯოებს პარიზში ბოლო ხუთი წელია ებრძვიან. ოფიციალური მონაცემებით კი, ყოველი მეათე მოსახლის სახლში შეიძლება ამ მწერის პოვნა.