დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მონაცემებით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ქვეყნის 17 მოქალაქე დაიღუპა ან დაიკარგა. მათ შორის არიან ბავშვები. ამის შესახებ BBC წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, მათი ვინაობის დადგენა ახლა მიმდინარეობს.
ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.