სამხრეთ ისრაელში განგაშის სიგნალი ჩაირთო

სამხრეთ ისრაელში განგაშის სიგნალი ჩაირთო

ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ სამხრეთ ისრაელში განგაშის სიგნალები ისმის, რომლებიც მოსახლეობას შემომავალი რაკეტების შესახებ აფრთხილებს.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.